რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ - „გეგმის მიხედვით მიმდინარეობს".
„ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გეგმის მიხედვით არ განხორციელებულა, თუმცა პუტინი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. სატელევიზიო გამოსვლაში მან დაადანაშაულა უკრაინული ძალები "ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქეების მძევლად აყვანასა და მშვიდობიანი მოსახლეობის „ფარად" გამოყენებაში - მას ამ განცხადებების არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია“, - წერს BBC.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები „ერთი ხალხია“ და რომ ის „გაანადგურებს დასავლეთის მიერ შექმნილ „ანტირუსეთს“.